სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

16:59 11-05-2017
104

სასამართლო პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატ ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ 13: 00 საათზე გამოაცხადებს.

ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 ნოემბერს მიმართა. თუმცა, მისი მოთხოვნა კომისიამ არ დააკმაყოფილა.