მაიკლ ჯექსონის ვაჟი, პრინსი, ავარიაში მოყვა

11:59 11-06-2017
393

მაიკლ ჯექსონის უფროსი ვაჟი, ლოს-ანჟელესში, უნივერსიტეტის გზაზე, საკუთარი მოტოციკლით  გადაადგილდებოდა, როცა ავარიაში მოყვა. 20 წლის პრინსმა, მრავლობითი ჭრილობები და მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც, ის, კლინიკაში მოათავსეს, 

breakingnews-ის წყაროს ცნობით, ავარია, წვიმის გამო, მოხდა. ახალგაზრდა კაცმა, მოტოციკლი ვერ დაიმორჩილა და ავტომობილს შეეჯახა, მაგრამ პრინსი, ტრავმების სიმსუბუქის გამო, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

პრინსი, პოპის მეფეს მეორე ქორწინებიდან შეეძინა. 1996 წლის 14 ნოემბერს, ჯექსონი დაქორწინდა, დები როუსზე. მათი ქორწინება, ბევრად ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს, დები როუსგან ჰყავს შვილები: პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი და ქალიშვილი პერის ჯექსონი .

სექტემბრის თვეში, როცა პრინსმა, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პრინცი, Harley Davidson-ის ფირმის მოტიციკლით პოზირებდა, მისმა დამ, პერიმ, კომენტარი დაუწერა და გააფრთხილა, რომ ყურადღება გამოეჩინა, მოტოციკლის მართვის დროს. 

შეგახსენებთ, რომ პრინსის მამა, მაიკლ ჯექსონი, 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: რუსა ღვანიძე