ბელგიურმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლა. კარლეს პუჩდემონმა და მისმა 4 - მა კოლეგამ პროკურატურის შენობა საქმის 8 საათიანი განხილვის შემდეგ დატოვეს. მოსამართლემ მათ სასამართლოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
ყოფილი კატალონიის ოფიციალური პირები ნებაყოფლობით ჩაბარდნენ პოლიციელებს ბელგიაში, მას შემდეგ, რაც ესპანეთმა გასცა ევროპული ორდერი მათი დაპატიმრებისთვის.
პუჩდემონი და მისი რამოდენიმე კოლეგა მას შემდეგ გაიქცნენ ბელგიაში,როდესაც მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა.
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის განაცხადებით, ის ესპანეთში არ დაბრუნდება, სანამ მას სამართლიანი სასამართლო გარანტიები არ მიეცემა.
ესპანეთში ხუთივეს ბრალად ედებათ სახელმწიფოებრივი ქონების გაფლანგვა და გადატრიალების მოწყობა,ბრალის აღიარების შემთხვევაში მათ 30 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ახლა საქმე ბელგიური სასამართლოს პირველ ინსტანციას გადაეცემა, რომელმაც ესპანეთის ხელისუფლების მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის აღსრულების შესახებ, გადაწყვეტილება 15 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.
მანამდე კი, კარლეს პუჩდემონი და კატალონიის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ადმინისტრაციის წევრები ვალდებული არიან, მათ საქმესთან დაკავშირებით ყველა სასამართლო სხდომას დაესწრონ.