საუდის არაბეთის სახელწიფო უწყების ინფორმაციით, პრინცი მანსურ ბენ მუქრინი და მისი თანმხლები რამდენიმე მაღალჩინოსანი პირი, ვერტმფრენის ავიაკატასტროფის მსხვერპლნი გახდნენ.
bbc-ის წყაროს ცნობით, შემთხვევა, საჰაერო ზოლში, საუდის არაბეთის და იემენის საზღვართან, მოხდა. ვერტმფრენში, 9 ადამიანი იმყოფებოდა.
პრინცი, მანსურ ბენ მუქრინი, ასირის პროვინციის გუბერნატორი იყო.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
არაბული მედიის დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვერტმფრენის, არცერთი მგზავრი არ გადარჩენილა.
საუდის არაბეთმის ინფორმაციით, შექმნა კოალიცია, რომელიც იემენის წინააღმდეგ ჰუსისტური დაჯგუფების, ტერორისტებისკენ იქნება მიმართული.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 4 ნოენმბერს, საუდის არაბეთის, საჰაერო თავდაცვის სისტემამ, იემენიდან, ელ-რიადის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, გაანადგურა. რაკეტის სამიზნე, ელ-რიადის საერთაშორისო აეროპორტი იყო. მედიის ინფორმაციით, რაკეტა, აჯანყებულმა ჰუსისტურმა დაჯგუფებამ, ანსარ ალაჰის ტერორისტებმა გაუშვეს.