მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ჟურნალისტები და რეჟისორები დააჯარიმეს

11:30 11-07-2017
374

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტის „შეგინის“ უკანონოდ გადაკვეთისთვის უკრაინულმა სასამართლომ რამდენიმე ჟურნალისტი და რეჟისორი დააჯარიმა. მათ შორის არიან, ამერიკელი რეჟისორები ბრაიან ჯეიმს ენდრიუ და კლემენტს მარლეი დენიელი, Страна.ua-ს ჟურნალისტი სვეტლანა კრიუკოვა, „Новини-24 години“-ის წარმომადგენლები: ჟურნალისტი ანგელინა პიჩიკი, პროდიუსერი ალეკსეი ხუდენცოვი, ოპერატორი მარკო გავრილოვი. „რუსთავი2“-ის ორი ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი და თამარ ბაღაშვილი, რუსთავი -ის ოპერატორები გიორგი ჩიკვილაძე და დათუნა მაისურაძე, ასევე რუსთავი 2-ის დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი გიორგი ჩადუნელი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულმა პირმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 3.4 ათასი გრინვა უნდა გაიდაიხადოს

 შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან ერთად გაარღვია.