გიორგი ონიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე - სოფო კილაძე

11:34 11-07-2017
237

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამორიცხავს, რომ გიორგი ონიანის საქმეზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდეს ადგილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

"როცა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველა უნდა დავემორჩილოთ მის გადაწყვეტილებას მოგვწონს, თუ არა ის. ამ ადამიანთან მიმართებით მე დიდი ხანია მაქვს კითხვები. ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ მისი დაკავება მოხდა. მე მგონია, რომ ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღესდღეობით დადგა ის მომენტი, როდესაც უნდა აგოს პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით. არავითარი პოლიტიკური სარჩული ამის უკან არ დგას",- განაცხადა სოფო კილაძემ.