ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები განპირობებულია ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებით. ცვლილების თანახმად ფსიქოტროპული ნივთიერებების სიას ემატება 15 ახალი ნივთიერება, რაც აუცილებელია, რომ აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში.
როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, 15 ახალი მედიკამენტი კანონთან არსებული მედიკამენტების სიას დაემატება, რომლებზეც განხორციელდება ისეთივე მიდგომები, როგორიც არის სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში.
კანონპროექტში შესატანი ცვლილებები დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.