ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას „უსამართლოდ“ მიიჩნევს და აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ემხაურება. უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებასაც ეხმაურება და მას „პრუტუნს“ უწოდებს.
"
გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება - წერტილი. გოგას "კმარას" დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს.
მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა - პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ "რაზბორკაში" გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!
პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან სხვისიანათ მას უბრახუნებდა." - წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ადვოკატ გოგა ონიანს დღეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ამასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა“.