ძვირად მიჯდება ხოლმე გვარამია რომ რამეში მეთანხმება, ნაცი არ ვარ - ჯანგირაშვილი

21:32 11-07-2017
625

ტელეწამყვანმა ნინო ჯანგირაშვილმა "იბერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე" მარეგულირებელი კომისია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უკანონობები, რაც დღეს იქ ხება, მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც კი არ ხდებოდა. 

"ძვირად მიჯდება ხოლმე გვარამია რომ რამეში მეთანხმება, მერე ამბობენ, რომ ნაცი ვარ. ნაცი არ ვარ, უბრალოდ დღეს მარეგულიებელი კომისია იქცა ისეთ სტრუქტურად, როგორადაც სააკაშვილის დროსაც კი ძნელი იყო. ბევრი კანონდარღვევა იყო მაშნაც, შერჩევითი კანონის აღსრულება, მაგრამ დღეს რაც ხდება, ე არის საოცრება", - განაცხადა ჯანგირაშვილმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე