ეს არის სკულპულოზურად გათვლილი პროგრამა, რომელსაც აუცილებლად პოზიტიური შედეგი უნდა ჰქონდეს - სერგეენკო საპენსიო რეფორმაზე

12:09 11-08-2017
113

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საპენსიო რეფორმას პოზიტიურად აფასებს, თუმცა მისი მიმდინარეობისას ხარვეზებს არ გამორიცხავს, რომელიც, მისი თქმით, გამსოწორებას დაექვემდებარება.

როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საპენსიო სისტემა აუციელბლად საჭროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთული ხდება პენსიონერების ფინანსური დაკმაყოფილება. 

"ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა, თუმცა წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ პენსიების სისტემა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთულია უზრუნველყოფილი იქნას ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. წარმოდგენილ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა, დაახლოებით სამი წელი, და მასში არა მარტო ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები იღებდნენ მოანწილეობას. ასე რომ, ჩვენი შეფასებით, ეს არის სკულპულოზურად გათვლილი პროგრამა, რომელსაც აუცილებლად პოზიტიური შედეგი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში, არცერთი ქვეყანა არ არის გამონაკლისი, შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული ხარვეზები, რომელცი შეიძლება დაექვემდებარება დეტექციას და გამოსწორებას", - განაცხადა სერგეენკომ.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე