ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტის განცხადებას პოლიტიკურ მხარდაჭერად აფასებს

12:31 11-08-2017
75

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტის განცხადებას პოლიტიკურ მხარდაჭერად აფასებს.

ამის შესახებ დოლიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 

„ვფიქრობ, არმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტამდე, რომელიც 24 ნოემებრს გაიმართება ბრიუსელში, ევროპარლამენტის განცხადება არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, იმ გრძელვადიანი, სექტორალური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, რომელიც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, განათლება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ვფიქრობ, ამგვარი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ახლო შუალედში სამიტამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე