„ბიბისის“ ინფორმაციით, იტალიის ქალაქ სოლერნოს პორტში, აღმოჩენილ იქნა 26 ნიგერიელის გვამი.
იტალიის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 26 ნიგერიელი გოგოს სიკვდილის საქმის გამოძიება, უკვე დაიწყო.
გაზეთი La Repubblica-ს ინფორმაციით, მიგრანტების ნავი, ესპანურმა სამხედრო გემმა,კანტაბრიამ აღმოაჩინა. ნავში, 64 ადამიანი და 23 გარდაცვლილი გოგონა იმყოფებოდა, დანარჩენი, 3 გოგონას გვამი, წყალში აღმოაჩინეს. ესპანურმა გემმა, სამაშველო სამსახურის დახმარებით, ნაპირზე, 375 მიგრანტი გაიყვანა. ნავში, 52 ბავშვი და 90 ქალი იმყოფებოდა, რომელთაგან, 8 ფეხმძიმედ აღმოჩნდა.მიგრანტების ძირითადი ნაწილი ნიგერიიდან, ჩრდილო აფრიკიდან, სენეგალიდან, განადან, გამბიადან და სუდანიდან არის.
სავარაუდოდ, ნიგერიელი გოგონები, აფრიკიდან გამომგზავრების დროს, ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. გოგონები, რომლებიც აფრიკელი მიგრანტების ნავში, გარდაცვლილები აღმოაჩინეს, 14-18 წლამდე ასაკის არიან. სავარაუდოდ ისინი, ხმელთაშუა ზღვის გადაცურვას, არალეგალურად ცდილობდნენ.
იტალიის პოლიციამ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, საპორტო ქალაქ სელენაში, 5 მიგრანტი, უკვე დააკავა. მომხდარზე, სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.