ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე, სტატისტიკა დამაიმედებელია.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროკავშირისკენ საქართველოს მობილურობის გაზრდას.
„ევროპოლთან მუშაობის განვითარების კვალდაკვალ, ჩვენ რეალურად მართლაც მნიშვნელოვანი, თვისობრივად განსხვავებული თანამშრომლობა გვაქვს ამ სტრუქტურებთან. ის, რომ ადამიანები მიეგმგავზრებიან იქ და ზოგიერთი არა შენგენის ზონებთან სხვა მიმართულებით ბრუნდება, ან არ ბრუნდება, ყველას იდენტიფიცირება ვერ ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პირველი 6 თვის სტატისტიკა დამაიმედებელია და რაც ყველაზე მთავარია, არანაირი პრობლემა ჯერჯერობით არ არსებობს. ვმუშაობთ მომავალი კამპანიის როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების თვალსაზრისით, რათა ცნობიერება ადამიანების ავამაღლოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაარღვიონ, თავშესაფარი არ უნდა მოითხოვონ და რომ საქართველო არის უკვე უსაფრთხო ქვეყანა ევროპულ ზონაში - როგორც ევროკავშირის, ისე შენგენის ზონაში და არ უნდა შევუქმნათ პრობლემები საკუთარ თავს. ამიტომ, მე ჩემი თანამოქალაქეების კეთილგონიერების დიდი იმედი მაქვს. ეს პროცესი თუ ისევე გაგრძელდა, როგორც წარიმართა აქამდე, მერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შუწყობს მომავალში ევროკავშირთან ჩვენი მობილურობის გაზრდას“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.