კოლუმბიაში 12 ტონა კოკაინი ამოიღეს

10:26 11-09-2017
153

კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ნარკოტიკების ვაჭრობასთან ბრძოლის ისტორიაში კოკაინის ყველაზე დიდი პარტია ამოიღეს. ამის შესახებ "reuters" წერს. კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განაცხადებით, პოლიციამ 12 ტონა კოკაინი ამოიღო. მისივე თქმით, კოკაინის საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 360 მლნ დოლარს აღწევს. 

"ჩვენ 40 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლა ნარკოტიკების უკანონო ბრუმვასთან და აქამდე ასეთი დიდი რაოდენობით კოკაინი არასოდეს გვიპოვია,“- განაცხადა სანტოსმა.

პოლიციის ინფორმაციით,სამდღიანი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 4 ადამიანი