ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მერიის ახალ ადმინისტრაციაში გააგრძელებს მუშაობას.
მისი თქმით, კახა კალაძესთან ამ თემაზე კონკრეტული საუბარი არ ჰქონია.
„თუ ვინ იქნება განახლებულ გუნდში, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს არჩეული მერი კახა კალაძე. მისი პრეროგატივაა რა გუნდს შეარჩევს ის იმ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, რომლის გამოწვევის წინაშეც დგას თბილისი და ამის განხორციელება არის მნიშვნელოვანი. მე მქონდა თემატურ საკითხებზე საუბარი, რომელიც ეხებოდა მერიაში მიმდინარე საკითხებს. ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით საუბარი ჯერჯერობით არ მქონია. დაველოდოთ კახი მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერიის არსებულ ადმინისტრაციას უფლებამოსილება 11 ნოემბერს ეწურება. ახალი გუნდი თბილისის მერიაში 13 ნოემბერს მოვა. განვლილი სამი წლის ანგარიშს კი დავით ნარმანია ხვალ, 10 ნოემბერა წარადგენს.
სალომე ჩადუნელი