გოგა ონიანის საქმეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აკვირდება

11:48 11-09-2017
92

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ადვოკატ გოგა ონიანის დაპატიმრების საქმეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა, იანოშ ჰერმანის თქმით მნიშვნელოვანია რომ საქმემ კითხვის ნიშნები არ დატოვოს. ელჩის განცხადებით,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ საკითხს ყურადღებით აკვირდება.

"ამის შესახებ პრესაში წავიკითხე, ისევე როგორც სხვა შემთხვევები, ჩვენ ეს ფაქტიც გვაინტერესებს და თვალ-ყურს ვადევნებთ, მე მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დიდი ინტერესით ვუსმენთ იმ განცხადებებს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ, "- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება 7 ნოემბერს გამოაცხადა. სასამართლომ ბრალდებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.