ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავის 59 წლის შერონ სტოუნის თამამი ფოტოსესია და მისი სილამაზის საიდუმლო ჟურნალისთვის (ფოტოკოლაჟი)

12:58 11-09-2017
185

მსოფლიოს ულამაზესი ვარსკვლავი, მსახიობი და მოდელი შერონ სტოუნი, ჟურნალ Haute Living- ისთვის იპოზიორა და ახალი ნომრის გარეკანის, მთავარი გმირი გახდა. მსახიობი, ნახევრად შიშველი ფოტოსესიის მონაწილე გახდა და ამავე დროს, კომენტარი გააკეთა,  მისი სილამაზის საიდუმლოს შესახებ.

ჰოლივუდის, 59 წლის მსახიობმა, გადაწყვიტა, მისი მოხდენილი სხეულის გამოჩენა - ერთ-ერთ ფოტოზე, მოდელი, საწოლზე, ქვედა საცვლებით და Dolce&Gabbana-ს გამჭირვალე, მაქმანებიანი მოსასხამით პოზირებს. 

ინტერვიუში მსახიობი, მისი სილამაზის საიდუმლოს შესახებ, საუბრობს. ის ამბობს, რომ პლასტიკური ქირურგიის მომხრე არ არის და პრინციპულად, არასოდეს არ გახდება, ქირურგიული იარაღის მსხვერპლი. 

მე, მხოლოდ ძვირადღირებულ და კარგ კრემებს ვიყენებ და ვცდილობ,  სხეული, ყოველთვის წესრიგში მქონდეს. მომწონს ჯანმრთელი კვება და სპორტული ცხოვრება და ამიტომ, ყოველ დღე ვარჯიშით ვარ დაკავებული - ვცეკვავ, იოგის კურსებზე დავდივარ, ვცურავ აუზში, ვთამაშობ ბავშვებთან ერთად, დავდივარ ზღვის სანაპიროზე - მთელი დღის განმავლობაში, მოძრაობაში ვარ - ამბობს ინტერვიუში, შერონ სტოუნი. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე