კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სტუდენტებმა ბარსელონაში სანტსის რკინიგზის ხაზი გადაკეტეს რომელიც ხირონას მიმართულებით მიდიოდა და მატარებლებს მოძრაობის საშუალება არ მისცეს. სანტსის რკინიგზის სადგური ხუთი საათის განმავლობაში იყო ნეიტრალიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას DD news -ი ავრცელებს.
სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს და პროტესტის ნიშნად რეგიონის
რამდენიმე დიდი ავტომაგისტრალი და რკინიგზის ხაზი გადაკეტეს. ასობით დემონსტრატი სანტ ხუამის სკვერში შიეკრება,მათ პუჩდემონსა და სხვა კატალონიელ პოლიტიკოსებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს.
სტუდენტების თქმით, ასეთი ხმაურიანი აქციებით მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სურთ, რომელსაც მათი აზრის გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეზოლუცია გააუქმა.
ბარსელონაში სტუდენტება რკინიგზის სადგური შტურმით აიღეს
