რიდლი სკოტმა დაასახელა მსახიობი რომელიც კევინ სპეის შეცვლის

17:03 11-09-2017
96

რიდლი სკოტის ბოლო ფილმში “მსოფლიოს მთელი ფული,“ რომელშიც კევინ სპეისი მთავარ როლს ასრულებდა,ახლა მის ნაცვლად კრისტოფერ პლამერს გადაიღებენ.

რიდლი სკოტის ფილმი ცნობილ ამერიკელ მაგნატზეა, რომელიც გატაცებული შვილიშვილის გადარჩენას ცდილობს. ფილმს ორი კვირის მანძილე იღებდნენ.კევინ სპეისის მონაწილეობით სცენებს კი მთლიანად ამოიღებენ.

ცნობილია, რომ ოსკაროსანი მსახიობი ამჟამად არიზონის შტატის ერთ-ერთ კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსს გადის. ამავე კლინიკაში ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინიც მკურნალობს.