"ორი ცალი დარჩა და ისიც აგერ ამოვიდნენ პანთეონში..." - დაკრძალვის დროს ინცინდენტს თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა

17:41 11-09-2017
172

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინცინდენტის შემდეგ ფაქტს მისი შვილი, თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ინციდენტში მონაწილე ორი ქალბატონი ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. 

არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი ბატონ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. ისინი არ იყვნენ გამსახურდიას მომხრეები, გამსახურდიას ოჯახის პატივისმცემელი აქ ზის, ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ძალიან დიდი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას. ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ ძლივს გაერთიანებული, ძლივს შეკოწიწებული საქართველო არ ჩაგვიშალონ. აქ არიან სრულიად სხვადასხვა აზრის მატარებლები და მეტი ამ კაცს და სამოციანელთა თაობასაც არაფერი არ უნდოდა. მეტს ესენი არაფერს ემსახურებოდნენ. კბილებით მოიტანეს. აი, ამათგან იცავდნენ, აღარ არიან ისინი, ორი ცალი დარჩა და ისიც აგერ ამოვიდნენ პანთეონში”, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მთაწმინდაზე, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ინცინდენტი მოხდა, სადაც ორმა ქალმა, რომელმაც შემდეგ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ, პლაკატები გაშალეს და ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვა გააპროტესტა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე