აზერბაიჯანმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია ინტერპოლის საიტზეა განთავსებული.
აზერბაიჯანის სამართალდამცავები 42 წლის ჰუსეინ ჰამოევს, 43 წლის რამაზ ლეშკაშელს, ასევე 43 წლის ზაურ გივიაშვილს, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილს და 35 წლის ემილ გაჯიევს ყაჩაღური თავდასხმის საქმისთვის ეძებს.
როგორც ირკვევა, თავდამსხმელები აგვისტოში ადგილობრივი ირადა ალიევას სახლში შეიჭრნენ და დაახლოებით, 55 ათასი აშშ დოლარი და 117 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობა გაიტანეს.