ყველანი ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს ყოველდღიურ ცვლილებებს - გუგა ქაშიბაძე

12:02 11-10-2017
144

ყველანი ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს ყოველდღიურ ცვლილებებს, რათა უფრო მორგებული იყოს პაციენტებზე, კლინიკებზე და ქვეყანაზე - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ ჯანდაცვის მინისტრის და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია დაინერგოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც სამინისტროს თანხების დაზოგვაში დაეხმარება.

"შესაძლებელია შემოვიდეს ისეთი რეგულაციები, რომლებიც თავს აარიდებს ქვეყანას ჯანდაცვის სფეროში, ვიდრე არის საჭირო.

თანხების გადინებაზე მაქვს საუბარი, ამაზე მიდის მსჯელობა",- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი თემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა იყო.

 

ლიზი არსოშვილი