ესპანეთის სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი კარმე ფორკადელი და ოთხი დეპუტატი თავდებით გაათავისუფლა.
კატალონიის ყოფილ მაღალჩინოსნებს 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებაში და ქვეყანაში დესტაბილიზის წარმოქმნაში ადანაშაულებენ.
ფორკადელს გირაოს სახით 150 000 ევროს, ხოლო ოთხ პარლამენტარს 25 000 ევროს გადახდა მოუწევთ.
პუჩდემონმა და მისმა რამოდენიმე კოლეგამ თავი ბელგიას შეაფარეს, როდესაც მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა.
ესპანეთში ხუთივეს ბრალად ედებათ სახელმწიფოებრივი ქონების გაფლანგვა და გადატრიალების მოწყობა,ბრალის აღიარების შემთხვევაში მათ 30 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.