მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა მალიბუში, საიდუმლოდ იქორწინა

15:39 11-10-2017
266

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა, მაილი საირუსმა განაცხადა, რომ ქორწილის ცერემონიას არ გეგმავდა, დასავლური წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა. ჟურნალelle- ს წყაროს ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი, საქორწინო ბეჭდებს ატარებენ.  წყვილის ახლობლების ინფორმაციით, მაილმა და ლიამმა, გასულ კვირას იქორწინეს, სადაც მხოლოდ ნათესავები და ახლო მეგობრები იმყოფებოდნენ. 

წყვილმა, საკუთარ სახლში, მალიბუში, საიდულოდ იქორწინა. ეს იყო ზუსტად ისეთი, მხიარული ცერემონია, როგორიც მაილის სტილს შეეფერება - ყველაფერი მისი ორგანიზებით მოხდა - ამბობს სანდო წყარო.   

მართალია, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, მაილი და ლიამი, 2017 წლის იანვარში დაქორწინდნენ -  აღარ სურდათ პაპარაცების ყურადღების ცენტრში მოხვედრა და ოფიციალური ქორწინების განცხადება და ამიტომ დამალეს ეს ცერემონია. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და მომღერალმა, ერთმანეთი, მხატვრული ფილმის, უკანასკნელი სიმღერა, გადაღების დროს გაიცნო. 2012 წელს, წყვილმა, ქორწინების შესახებ განცხადება გააკეთა, მაგრამ მათი ურთიერთობა, ვერ შედგა და ერთი წლის შემდეგ, მაილი და ლიამი, ერთმანეთს დაშორდნენ.

ცხადია, რომ შეყვარებულებმა, ყველა წყენა დაივიწყა და ისევ ერთად არიან, მაგრამ სავარაუდოდ,  მათმა ურთიერთობამ, უფრო სერიოზული სახე მიიღო.    

ავტორი: რუსა ღვანიძე