დღეს საქართველოს ნაკრები ახალ სეზონს იწყებს. პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. სკანდალის შემდეგ გურამ კაშია თბილისში დაბრუნდა და ახლა იგი გუნდთან ერთად იმყოფება,ეროვნულ ნაკრებს ასევე შეუერთდა ესპანური “სარაგოსას“ წევრი გიორგი პაპუნაშვილი. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
გუშინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო "ჰუალინგში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ნაკრებში კიდევ 2 წლით დარჩება.
საქართველო - კვიპროსის მატჩი გორის,თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დღეს 5 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრების ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს
დღეს 5 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროს დაუპირისპირდება
