ცნობილია, რომ მოდელს, ირინა შეიკს და მსახიობს, ბრედლი კუპერს, 2017 წლის მარტში, ქალიშვილი, ლეია დე სენა შეეძინათ. რთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, წყვილმა, ბრწყინვალედ მოირგო მშობლების როლი.
ცხადია, რომ მოდელი და მსახიობი, ქალიშვილთან, დიდ დროს ატარებს.
ELLE News-ის ინფორმაციით, წყვილის ახლობლები აცხადებენ, რომ ირინა და ბრედლი, მომავალ წელს, მეორე შვილის გაჩენას გეგმავენ.
ირინამ დედის როლი კარგად მორგო, ისინი მოსიყვარულე მშობლები აღმოჩნდნენ. წყვილის ურთიერთობა, შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამყარა, ისინი ხშირად აწყობენ რომანტიკულ შეხვედრებს. ბრედლი, უბრალოდ, სიგიჟემდე შეყვარებულია - ამბობს სანდო წყარო.