"დუმას" ყოფილი დეპუტატი, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორეს მემკვიდრედ აცხადებს თავს

18:07 11-10-2017
280

რუსეთის ფედერაციის, სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, კონსტანტინე სევენარდი, საკუთარ თავს, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის, მემკვიდრედ აცხადებს.

ren.tv-ის საინფორმაციო წყარის ცნობით, დეპუტატის განცხადებით, ის, რუსეთის იმპერატორის და მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას, მატილდა კშეშინსკას შვილთაშვილია. ინტერვიუში, კონსტანტინე, მისი მაღალი წრის წარმომავლობაზე, იმპერატორის და ბალერინას სასიყვარულო ურთიერთობებზე, საუბრობს. ექს-დეპუტატი, თვლის, რომ ის, ამ ისტორიის, ცოცხალი დოკუმენტია. 

კონსტანტინე სევენარდი, აცხადებს, რომ ბალერინა, მატილდა კშეშინსკამ, იმპერატორისგან, ქალიშვილი გააჩინა. მშობიარობის შემდეგ, გოგონა, მისმა ძმამ, იოსებ სევენარდმა, შვილად აიყვანა.

კონსტანტინე ამბობს, რომ ეს ამბავი, დუმას ერთ-ერთ დეპუტატს, ნატალია პაკლონსკაიას უამბო, მაგრამ, მან ფაქტი, ყურადრების გარეშე დატოვა.

დუმაში მიდიოდი, როცა ნატალია შემხვდა. მე, მოვუყევი რუსეთის იმპერატორის და ჩემი ბებიის, მატილდას ამბავი და ვუთხარი, რომ 1911 წელს, მათ ქალიშვილი შეეძინათ- ამბობს სევენარდი და ამავე დროს, თვლის, რომ ალექსი უჩიტელის ფილმი, მატილდა, რომელიც რუსეთის ბოლო იმპერატორის და ბალერინას სასიყვარულო ურთიერთობას ასხავს, რეალური ისტორიაა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე