თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 დეკემბერს12:00 საათზე ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ინფორმაციას დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ავრცელებს.
შეგახსენებთ, სასამართლომ „ანგარებით მკვლელობის მომზადების“ მუხლი „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მუხლით“ გაადააკვალიფიცირა და მამალაძე დამნაშავედ ცნეს იარაღის შეძენა-შენახვის ნაწილშიც. დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სახედ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.