კონგოს რესპუბლიკაში 36 -ი ბავშვის გაუპატიურებისთვის პოლიციელებს გაასამართლებენ

13:18 11-11-2017
553
თეგები: კონგო

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 18 პოლიციელზე სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ბრალად ედებათ 46 ბავშვის გაუპატიურება. ინფორმაციას The Guardian -იავრცელებს .

პროკურატურის განცხადებით პოლიციელები 2000 წლიდან 2016 წლამდე დაბადებულ გოგოებს ირჩევდნენ, რადგან ერთ-ერთმა სულიერმა წინამძღოლმა მათ უთხრა, რომ ქალიშვილების სისხლი მათ ძლევამოსილ ძალას მიანიჭებდა. ერთ-ერთი მსხვერპლი 18 თვის იყო. 

ეჭვმიტანილის რიგებში სოფლის პოლიციის ხელმძღვანელი ფრედეკირ ბატუმიკეცაა
უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ამ სასამართლოთი ბოლო მოეღება კონგოში დამკვიდრებულ გაუპატიურების კულტურას, როგორც ომის იარაღის ინსტრუმენტს.