ქორწილის ესკორტის მონაწილეები რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე ავარიაში მოყვნენ, რის შედეგადაც ქორწილის ესკორტის მონაწილე 4 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობას გულისხმობს.