დავით ნარმანიამ სამუშაო კაბინეტი უკვე დაცალა

21:46 11-11-2017
160

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამუშაო კაბინეტი უკვე დაცალა, უფლებამოსილება კი ოფიციალურად დღეს საღამოს ეწურება.

ხვალიდან თბილისის უკვე ყოფილი მერი დამსახურებულ პირველ უიქენდს გაატარებს. როგორც რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს ნარმანიამ განუცხადა, რაც მერად დაინიშნა, მას შემდეგ არ დაუსვენია, შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი აღნიშნა, რომ ჯერ დაისვენებს, შემდეგ კი სად გააგრძელებს მუშაობას, ამას საზოგადოება გაიგებს, თუმცა "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე