ადამიანების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ამერიკელმა მსახიობმა კევინ სპეისიმ სექსუალურად შეავიწროვა, 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა USA Today წერს.
კევინ სპეისის გარშემო სექს-სკანდალი 30 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.
ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ "ბანქოს სახლის" ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. 4 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სპეისი სერიალ „ბანქოს სახლის“ გადაღებებიდან მოხსნეს.