ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება. "რუსთავის 2"-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 62 უბანზე კომისიები პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გარეშე იმუშავებს. პარტიამ ბოიკოტის გამო უბნებიდან მისი წარმომადგენელი გაიწვია.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტი ნე შარაშენიძეს შორის სხვაობა დაახლოებით ერთი პროცენტი იყო.