ქუთაისის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

10:49 11-12-2017
93

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხმა მე-15 საარჩევნო უბანზე მისცა. გიორგი ჭიღვარია დარწმუნებულია,რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქუთაისი იქნება უკეთესი ქალაქი.

,,ჩვენთვის მნიშვნელიბა არ აქვს იმუშავებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის მიუხედავად,რადგან ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს" - განაცხადა ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საარჩევნო უბნები მშვიდ ვითარებაში გაიხსნა. მეორე ტურში ქუთაისელები არჩევანს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გააკეთებენ.
ფოტო: kutaisipost.ge