ბორჯომში 10:00 საათის მონაცემებით ხმა 1744 ამომრჩეველმა მისცა

10:53 11-12-2017
119

10:00 საათის მონაცემებით, ბორჯომის რაიონში ხმა 1 744 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 6.5% -ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბორჯომის საოლქო კომისის თავმჯდომარემ, ლევან დევიძემ განუცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მეორე ტურში მონაწილეობას ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია და ”პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე ღებულობენ.