მარტვილში 10:00 საათის მონაცემებით ხმა 1354-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

11:00 11-12-2017
89

მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას განცხადებით, 10:00 საათის მონაცემებით, მარტვილში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი 1354-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო მონაცემების 4,5 %-ს უდრის. მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი შესული არ არის და არჩევნები მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო. მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა 35,81%-ით.