ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა

11:23 11-12-2017
116

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. ოლქის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საჩივრები მცირე პროცედურული დარღვევების გამო დაიწერა. 

ოსეფაიშვილის თქმით, ორივე უბანზე პრობლემები ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

შეგახსენებთ, რომ 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობა საერთო ამომრჩევლის 2.6%–ს შეადგენს. ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 3 969 ამომრჩეველმა დააფიქსირა