"პატრიოტთა ალიანსის" ბორჯომის მერობის კანდიდატმა, ზაზა ჩაჩანიძემ არჩევანი ბორჯომში, 27–ე უბანზე უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბორჯომში, საარჩევნო უბნებთან, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები შეინიშნებიან.
"დაახლოებთ ათ უბანზე ვიყავი და ყველგან იყვნენ. მე ვერ გეტყვით ზუსტად, ვინ არიან ესენი. მაგალითად სოფელ ზანავში დგას ასეთი მანქანები, ახალდაბაში. ჯერჯერობით არ გვაქვს რაიმე ფაქტები ზეწოლის შესახებ. არის დარღვევები და ველოდებით ინფორმაციას".
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მეორე ტურში მონაწილეობას ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია და ”პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე ღებულობენ.