გიორგი გურასპაშვილი: "ხმა მივეცი ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომ განვითარებას"

11:46 11-12-2017
140

ხაშურში, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნების" კანდიდატმა. გიორგი გურასპაშვილი მე-10 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და იმედი გამოთქვა, რომ ხაშურის მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს და ის გააგრძელებს ხაშურის განვითარებაზე ზრუნვას. გიორგი გურასპაშვილი ხაშურის გამგებელი ბოლო 4 წელი იყო.

"საარჩევნო უბანზე ჩემს ოჯახთან ერთად მოვედი და ხმა მივეცი ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომ განვითარებას", - განაცხადა გურასპაშვილმა

შეგახსენებთ, რომ დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.