საიას თქმით, ოზურგეთის უბნებზე სამარშუტო ტაქსებით მიჰყავთ ამომრჩეველი

12:50 11-12-2017
94
თეგები: საია

კენჭისყრის დღეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დაკვირვების შედეგები 12:00 საათისთვის ასეთია: დაფიქსირდა 2 შემთხვევა საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების;
გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევის სამი შემთხვევა;
ხმის მიცემის დაღლილობის დარღვევის ერთი შემთხვევა;
ამომრჩევლის ნების კონტროლის ხუთი შემთხვევა;
წილისყრის პროცესების დარღვევის ერთი შემთხვევა.

საიასთვის ყველაზე საყურადღებო ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევებია. კერძოდ კი ბორჯომის #10 უბნის გარეთ იმყოფება სადამკვირვებლო ორგანიზაცია "21-ე საუკუნის" დამკვირვებელი, რომელსაც მათი დამკვირვებლის ინფორმაციით, ხელთ აქვს წიგნად აკინძული ამომრჩეველთა სიის ფოტოსურათიანი ვერსია, რომელზეც ამომრჩევლის პირადობის მოწმობის ნომერი დატანილი არ არის. ცესკოს მონაცემებით, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰყავს 3138 დამკვირვებელი ,რაც საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, არარეალური ციფრია და ბადებს ეჭვებს, თუ როგორ შეძლო ბეგრაუნდის არმქონე ორგანიზაციამ ამდენი დამკვირვებლის დაფინანსება, როცა საიას დაახლოებით 500 დამკვირვებელი ჰყავდა არჩევნების პირველ ტურზე.

გარდა ამისა ოზურგეთის #12 და #44-ე უბნებზე სამარშუტო ტაქსები თბილისის მიჰყავთ ამომრჩეველი.