"ცოტას დავისვენებ..." - ნარმანია არ აკონკრეტებს, არსებობს თუ არა შემოთავაზება

09:57 11-13-2017
86

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დედაქალაქის ახალ მერს კახა კალაძეს მერიაში დახვდა და სამუშაო გადააბარა. ნარმანიამ კალაძეს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში წარმატება უსურვა.

თბილისის ყოფილმა მერმა თანაგუნდელებს და თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ნარმანია არ აკონკრეტებს, რა თანამდებობას დაიკავებს და არსებობს თუ არა შემოთავაზება. 

ცოტას დავისვენებ. მიმდინარეობს კონსულტაციები. მალე გაიგებთ, - ასე უპასუხა ნარმანიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, სად აპირებს გააგრძელოს მუშაობა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე