პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება.
”დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტაუციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. ეს იქნება ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამსახური, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი თავისი გამოცდილებით ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი იქნება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.