ალექსანდრე ჯეჯელავას მიხეილ ჩხენკელი შეცვლის

11:23 11-13-2017
302

განათლების სამინისტროს, ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად, მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრაიმტაიმი ცოტა ხნის წინ წერდა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე დაადასტურა.

„ის პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან აშშ-ში დაამთავრა პენსილვანიის უნივერისტეტის დოქტორანტურა. იგი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიხეილ ჩხენკელს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნირო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის, პენსილვანიის უნივერისტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის და ა.შ. იგი კითხულობს ლექციებს აშშ-ში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე