საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ვიქტორ დოლიძის უწყება შეუერთდა, მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს

11:31 11-13-2017
77

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.

როგორც პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია.

თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე