კრიშტიანუ რონალდუ ოთხი შვილის მამა გახდა

12:35 11-13-2017
237

მადრიდის რელის და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, კიდევ ერთი შვილის მამა გახდა. ქალიშვილის დედა, 32 წლის ჯორჯინა როდრიგესია. წყვილმა, გოგონას, ალანა მარტინა დაარქვა. 

ამ ინფორმაციას, ფეხბურთელი, სოციალურ ქსელში ადასტურებს და ინსტაგრამზე, მხიარულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე, ნათლად ჩანს, რომ მრავალშვილიანი ფეხბურთელი, ბედნიერად გრძნობს თავს, ბავშვის დედასთან ჯორჯინასთან, და შვილებთან, პატარა ალანთან და კრიშტიანუ უმცროსთან ერთად.   

შეგახსენებთ, რომ რონალდოს, სამი შვილი, სუროგატი დედებისგან ჰყავს - 2010 წელს, ფეხბურთელს შეეძინა ვაჟი, კრიშტიანუ უმცროსი და 2017 წელს, ტყუპები, ევა და მატეო.   

ავტორი: რუსა ღვანიძე