ილია მეორე მეტეცის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის

12:57 11-13-2017
81

მეტეხის ხიდზე, 17:00 საათზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.

მეტეხის ხიდზე 16:00 საათიდან გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ, 17:00 საათზე კი ილია II ხიდზე საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე