პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ ბრძანებებს ხელი მოაწერა

15:37 11-13-2017
142

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად  - გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად  - მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე