ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურებს - გიორგი აბაშიშვილი

15:53 11-13-2017
193

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დადებითად აფასებს სამთავრობო გუნდის ცვლილებებს და მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს.

"მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, მიგვაჩნია, რომ ისინი კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე  წარმოდგენილ კანდიდატურებს, წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე