" თანამშრომლების გაცნობის დაწყება..." - მეჭიაური მერის ამპლუაში პირველი სამუშაო დღის განრიგს აქვეყნებს

16:16 11-13-2017
193

თიანეთის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე მერის ამპლუაში პირველი სამუშაო დღის გეგმას აქვეყნებს. 

"მერის ამპლუაში პირველი სამუშაო დღე,

- ტერიტორიის შემოვლა, ზოგიერთი სამსახურის საქმიანობის ადგილზე გაცნობა.

- 10:30-დან მედიასთან შეხვედრა, ამომრჩევლებთან გასაუბრება, მადლობის გადახდა, ზოგადი პრობლემების მოსმენა.

- 11:00-დან მერიაში (გამგეობაში) შესვლა, ძველი და ახალი საკრებულოების წევრებთან შეხვედრა, გამგეობის თანამშრომლების გაცნობის დაწყება...
ნაწყენი რომ არავინ დამრჩეს, ყველა მსურველს შეგიძლიათ მობრძანდეთ მერიასთან (გამგეობასთან) 10.30 საათიდან, ოღონდ ამან არ გამოიწვიოს სამსახურების საქმიანობის შეფერხება!", - წერს მეჭიური. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე