პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს ახალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მათთან შეხვედრისას, პრემიერმა განათლების უკვე ყოფილ მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავაზე ისაუბრა.
"სანდრომ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა - ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ცვლილების განხორციელება. ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია", - აღნიშნა პრემიერმა.